ჯონი დეპის მორიგი პროექტი სერიალი - კლასიკური კინორიმეიკი "დაბურული ჩრდილები" იქნება.
ფილმს რეჟისორი ტიმ ბერტონი გადაიღებს.
ჯობი დეპი "ჩრდილებში" მთავარ გმირს ბარნაბასს კოლინსს განასახიერებს. დეპის გმირი - ვამპირი, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში თავის დაკარგულ სიყვარულს ეძებს.
სერიალის დიდ ეკრანზე გადატანის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. სერიალის გადაღებების დაწყება 2011 წლის აპრილში იგეგმება.
ფილმის პროდიუსერი გრემ კინგია, ხოლო სცენარის ავტორი სენ გრენ სმიტი.
მცირებიუჯეტიანი სერიალი "დაბურული ჩრდილები" ABC-ის არხზე 1971 წლებში გადიოდა.