150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში ხვალ, ზეგ გახსნის თავის ქოლცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე დარეკონ და დაჯავშნონ რიგი, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, დღეისთვის უკვე მობილიზებულია 300 ბრიგადა.
„თითოეულ ბრიგადას სულ დღეში შეუძლია 60 მოქალაქის აცრა, რაც არის საკმაოდ მაღალი რაოდენობა. სამედიცინო დაწესებულებების მიღმა, მოლებში ასევე მიმდინარეობს მზადება, „ლილო“ და „სითი მოლში“ არის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული, „ჰუალინგში“ უკვე მოქმედებს ვაქცინაციის პროგრამა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე და იმაზე, თუ რამდენად დაგვჭირდება დამატებითი სივრცეები“, – განაცხადა გაბუნიამ.