მომღერალი ირმა სოხაძე მორწმუნეებს მიმართავს და ამბობს, რომ ერთმანეთის ზიზღი არ არის ქრისტიანული. მისივე თქმით, ქრისტე თავის მიმდევრებს სიყვარულისკენ მოუწოდებდა.
„სოდომი და გომორი არის ძველი აღქმა, არ შევდივარ რელიგიურ წიაღსვლებში და თეოლოგიურ კამათში, მაგრამ ახალ აღქმაში არ არის ეს თემა წამოწეული, როგორც მახსოვს და კარგად მახსოვს, საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. ქრისტე, ჩვენი ღმერთი, იყო საოცრად მიმტევებელი, ყველა უყვარდა. ქვა იმან ესროლოს, ვინც თავს უცოდველად თვლისო. მაგრამ უბედურება იცით რაშია? - ყველა უცოდველად თვლის თავს. დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ეს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც იქ იყო, ესროდა. ყველა ვალდებულად თვლის თავს, დაიცვას რაღაცა - თვითონაც არ იცის, რა", - აღნიშნავს ირმა სოხაძე.