სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
უწმინდესი გერმანიაში 16 ოქტომბერს, ექიმების რეკომენდაციით, დასასვენებლად გაემგზავრა, რადგან ბოლო დროს მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე საზღვარგარეთ პერიოდულად მიემგზავრება და იქ გეგმურ სამედიცინო შემოწმებას გადის.