დღეს, 7 ნოემბერს, 13:30 საათზე, გაიმართება ბრიფინგი და საზეიმო ღონისძიება `იუდაიზმის სწავლების საერთაშორისო დღესთან~ დაკავშირებით. ამ დღეს ებრაელები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ზეიმობენ.
2010 წელს ეს დღე ებრაელი ხალხის მიერ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღნიშნება.
საქართველოში ღონისძიება `ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის~ (ხელმძღვანელი ელენა ბერკოვიჩი) ორგანიზებით და ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული, გამავრცელებელი კომიტეტის `ჯოინთი~-ს პატრონაჟით ტარდება.
იუდაიზმის სწავლების საერთაშორისო დღე ებრაელმა საზოგადო მოღვაწემ და სწავლულმა რავ ადინ შტაინზალცმა თავისი 45 წლიანი შრომის დასრულებასთან დაკავშირებით დაარსა.
რავ ადინ შტაინზალცი _ მასწავლებელი, ფილოსოფოსი, სახალხო კრიტიკოსი უამრავი წიგნისა და ნაშრომის ავტორი 1937 წელს, იერუსალიმში დაიბადა.
ჟურნალმა `თაიმი~ შტაინზალცს უწოდებს, `მოაზროვნეს, რომელიც ათასწლეულში ერთხელ იბადება~. მისი მრავალწლიანი შრომა ებრაული განათლების სფეროში ისრაელის უმაღლესი ნაციონალური პრემიით, აღინიშნა.
რავ ადინ შტაინზალცი ათეისტურ ოჯახში დაიბადა. იგი ევროპულ უნივერსიტეტში ფიზიკასა და ქიმიას სწავლობდა.
შტაინზალცის მიერ ისრაელში დაარსებული მეკორ ხაიმის _ სკოლების ქსელი ბავშვებს საბავშო ბაღის ასაკიდან რელიგიურ აკადემიამდე _ იეშივატ ეზდარამდე ზრდის. სტუდენტები თორის სწავლასთან ერთად ისრაელის არმიაშიც მსახურობენ.
1965 წელს შტაინზალცმა მონუმენტური შრომა, თალმუდის თარგმნა და კომენტირება დაიწყო. ამ გრანდიოზული კრებულის 45 ტომიდან 44-მა უკვე იხილა დღის სინათლე, ხოლო უკანასკნელი 45 ტომი წელს გამოიცემა.
რავ ადინ შტაინზალცი 60 წიგნისა და ასეულობით სტატიის ავტორია. მისი წიგნი, `ვარდი 13 ფოთლის შესახებ~ 1980 წელს გამოიცა და თანამედროვე ებრაული კლასიკის ნიმუშად იქცა. წიგნი 8 ენაზეა თარგმნილი.
ისრაელში სასულიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობის პარალელურად შტაინზალცმა შექმნა ებრაული განათლების სისტემა პოსტ-საბჭოეთის ქვეყნებში. შტაინზალცი მიწვიეული იყო ვაშინგტონში, ვუდრო ბილსონის სახელობის საერთაშორსო ურთიერთობების ცენტრში და პრინსტონის უნივერსიტეტის აკადემიურ ინსტიტუტში სამეცნიერო მოღვაწეობის განსავრცობად.
შტაინზალცი უამრავ სამეცნიერო წოდებას ატარებს. მას მეუღლე, 6 შვილი და 10 შვილიშვილი ჰყავს.