გამწვანების აქციაში უცხოელი პადაგოგებიც ჩაერთვნენ. თბილისის ზღვის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ 400 ძირი ნეკერჩხლის ნერგი დარგეს.
ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად აქციაში განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც მონაწილეობდა.
აქცია "დარგე ხე გაამწვანე შენი გარემო" სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პარტრიარქის კურთხევით ერთი წლის წინ დაიწყო და მასში სხვადასხვა უწყება და რიგითი მოქალაქეები ინტენსიურად მონაწილეობენ.