ხვალ, 7 ნოემბერს "თავისუფალი აზრის სახლი" და მოძრაობა "7 ნოემბერი" პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციას გამართავენ, რაშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ. ამის შესახებ "თავისუფალი აზრის სახლის" დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ და მოძრაობა "7 ნოემბრის" ხელმძღვანელმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადეს.
მათი თქმით, საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს, 7 სთ-ზე, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება და აქციაში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.
"თავისუფალი აზრის სახლი" გამოდის ინიციატივით 7 ნოემბერს, 7 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ ერთად ავღნიშნოთ "ღირსების დღე" და დავიწყოთ "ღირსების წიგნის" წერა. კონსულტაციები უკვე გაიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. 7 ნოემბერის, მიუხედავად მსოფლმხედველობითი სხვაობისა, პარლამენტის წინ ყველანი ერთად იქნებიან", - აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.
აღსანიშნავია, რომ 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის სურვილი "ქართულმა დასმა", "დემოკრატიულმა მოძრაობამ", "გადაარჩინე სიცოცხლე", "კანონი ხალხისათვის" და გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) შეუერთდებიან.