კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში, შატო ტიერიში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ დირექტორს, ჟაკ კრაბალის შეხვდა.
შეხვედრაზე 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს, ასევე ოლიმპიური თამაშების დროს კულტურული ღონისძიებების გამართვა დაგეგმეს, რაც საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.
"შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების საკითხი, რომელიც 2022 წელს დასრულდება",- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მთავარი მჩეველი ვარლამ ბაძაღუა და ქალაქის მერი ჟან-პოლ როსელო ესწრებოდნენ.