საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მესამე დღეა ორ არასრულწლოვანს ეძებენ.
13 წლის ციალა და 10 წლის ქეთევან გოგოლაურები 3 ნოემბერს სკოლაში არ მისულან, რის შემდეგაც ბავშვების ძებნა დაიწყო.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მათი დაკარგვის მიზეზი შეიძლება მარკეტში დაგროვილი ვალების გამო წარმოქმნილ უსიამოვნება გამხდარიყო.
არსებული ინფორმაციით, გოგოებს მაღაზიის ვალი 12 ლარი ჰქონდა, რომლის დასაფარადაც ოჯახის ახლობლისგან 5 ლარი დაუკითხავად აიღეს. თვითმხილველების განცხადებით, კი ბავშვები თბილისის მიმართულებით მიმავალ სამარშუტო ტაქსს გაყვნენ, რომლებიც ბოლოს ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მეზობელმა 4 ნოემბერს ნახა.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.