„ფაქტია, გაკეთებული და დაგეგმილი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა ინსინუაციებითა და შეძახილებით, რომელიც პარასკევის განხილვას ახასიათებდა", აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი. გიორგი ვოლსკის განმარტებით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყველამ ძალები უნდა გააერთიანოს.
"რა საკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები დღეს არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ და გადავჭრათ არსებული პრობლემები“, - განაცხადა ვოლსკიმ.