ლევან ვასაძე სტამბოლის საავადმყოფოდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერი საზოგადოებასა და ხელისუფლებას მიმართავს.
"ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას მოგიწოდებთ და გეპატიჟებით, მოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილას რუსთაველზე. მე პირადად მივალ დილიდან რუსთაველის ძეგლთან, იმიტომ, რომ 12 საათზე ამათ უნდათ უმსგავსო აღლუმის ჩატარება და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ," - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ამასთან, როგორც ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა და გაუარესების გამომწვევი საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის.
"გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა სტამბულში, რომ აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის”,- აღნიშნა ვასაძემ.