განზრახვა არის, რომ გაურთულონ ოპოზიციას და საზოგადოებას მომზადება არჩევნებისთვის, აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს დანიშნვასთან დაკავშირებით.
გიგა ბოკერიას განმარტებით, მიუხედავად ამისა ოპოზიცია ხელისუფლებას ამის უფლებას არ მისცემს.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჯანდაცვის სფეროში უმძიმესი ვითარებაა, სიკვდილიანობა იზრდება, ეკონომიკა ყოველდღე უარესდება და ამ ვითარებაში ივანიშვილს რეჟიმს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა იყოს არჩევნებამდე, რათა ამ ბრაზმა არჩევნებზე გამოხატულება არ ჰპოვოს. ამან არ უნდა შეცვალოს ოპოზიციის ამოცანები, სწორი მუშაობის და მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში შედეგი ივანიშვილის რეჟიმისთვის მკაფიო პოლიტიკური განაჩენის გამოტანა იქნება. რა თქმა უნდა, განზრახვა არის, რომ გაურთულონ ოპოზიციას და საზოგადოებას მომზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.