მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, საპარლამენტო კონტროლი იმას გულისხმობს, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამსახური უნდა გააკონტროლოს.
"იმედია, პრემიერი მოვა მტკიცებულებებით, ანგარიშებით, გაკეთებული საქმეებით და დასაბუთებით იმ გადაწყვეტილებების, რასაც მთავრობა იღებდა. ეს თუ იქნება ზეპირსიტყვიერი სადღეგრძელოები, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან. ველოდებით, რა სტანდარტს მოიტანს გაკეთებული საქმეების. ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს და ცხადია, მარტივი არ არის, პრემიერი იყო, მაგრამ უნდა გვითხრას, რამდენად ნაფიქრალ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.