საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რადიო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ აუცილებლად აპირებს საქართველოში ჩასვლას და ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს.
"მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის და ეს არის რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩასვლას საქართველოში", - ამბობს სააკაშვილი.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როდის ჩამოვა საქართველოში, რეფერენდუმამდე თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ "რეფერენდუმამდე თუ მის შემდეგ ამას ქართველი ხალხი ნახავს".
"ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ ძაან კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება", - თქვა სააკაშვილმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ „რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი, მაშინ როდესაც, წარულშიც ისმოდა მსგავსი განცხადებები ჩამოსლვასთან დაკავშირებით“, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, „მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ”.