მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე განმარტებით, „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ მოვალეობაა, შეაფასონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
„მაინტერესებს, რა კავშირში იყო განსახილველ თემასთან ის საკითხი, რაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე. პარლამენტის წევრი, რომელიც იხსნის უფლებამოსილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა და ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ისინი გავლენ პარლამენტიდან იმასთან დაკავშირებით, რაც მათი მოვალეობაა, რომ შეასრულონ, მოისმინონ და შეაფასონ კანდიდატები. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს და სხვა ტაშის დამკვრელებს წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს პარლამენტის წევრის სტატუსი ან რას ნიშნავს საპარლამენტო იმუნიტეტი, თავისუფალი მანდატი და რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.