მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ვგულისხმობ შარლ მიშელის დოკუმენტს. ესაა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა და მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა და თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს... მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, - განაცხადა ხაზარაძემ.