მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებში, "ბიზნესის წარმოება 2011"-ში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესები კუთხით მოპოვებლ მოწონავე პოზიციებს მესალმებიან საქართველოს მთავრობაში.
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი რეიტინგებით საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისათვის უფრო მიზიდველი ქვეყანა ხდება.
"საქართველოს რეალურად ნომერ პირველ რეფორმატორად დასახელდა, იმ რეფორმების მიხედვით, რაც ჩვენის მხრიდან გატარდა. ყოველწლიურად, მსოფლიო ბანკი 165-მდე ქვეყანას აფასებს ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა რომ 2005-2010 წლებში საქათველომ ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით. ჩვენ მართლაც მოვახერხეთ ისეთი რეფორმების გატარება, სადაც ბიზნესისთვის ბიზნესის დაწყება და გადასახადების გადახდა უფრო მარტივია. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან სერიოზული რეკლამა განკუთვნილი საერთაშორისო ინვესტორებისადმი. დღეს ბზნესმენები სწორედ ასეთ გარემოს ეძებენ სადაც ბიზნესგარემო არის გამარტივებული და სადაც ადვილად შეიძლება ბიზნესის კეთება. თვითონ მთავრობა სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის და დაიწყებს ბინზესის კეთებას?! მთავრობას, რაც შეუძლია გააკეთოს არის ის რომ შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო", _ აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური.