ხვალ, 6 ნოემბერს, მოსკოვში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი საქართველოში ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ანსამბლ "მზიურის" პირველი თაობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
"11 ნოემბერს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ანსამბლ "მზიურის" ვარსკვლავი. აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლის ყველა წევრი მიიღებს", - განაცხადა ოქიტაშვილმა.