ხვალ, 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქ. რუსთავში, სპორტკომპლექს "თოლიაში", რუსთავის საჯარო სკოლებს შორის ცურვაში შეჯიბრება გაიმართება.
ასპარეზობა პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ტარდება. "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ძირითად მიმართულებას არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისაგან არიდების მიზნით მათთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს.