1-ლი ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მოქმედებდა.