განათლების სამინისტროს შენობის წინ, თბილისის სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 8 საატესტაციო გამოცდის მოხსნას მოითხოვენ. სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულები.
"8 გამოცდის ჩაბარება შეუძლებელა. ჩვენ გვსურს ბოლო წელს ორიენტირებულები ვიყოთ უმაღლესში ჩასაბარებლად საჭირო საგნებზე", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მე-12 კლასელებმა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთანაც გამართეს.