არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ არჩევნებს კვლავ არ ექნება პოლარიზაციის ელემენტები, თუმცა იმავდროულად, ყველაზე მეტი პარტია გამოვა საარჩევნო ასპარეზზე და ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა კამპანიებისა და შეხედულებების ფართო დიაპაზონი იყოს, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია, იქნება პლურალიზმი ადგილობრივ არჩევნებზე, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ცხადია, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ელექტორატი ადგილობრივ მთავრობას ირჩევს. ბევრ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, რადგან უახლოეს თვეებში დავინახავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური და კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ჰარცელმა.