რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.
სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად", - თქვა რუსულ არხთან ინტერვიუში რობერტს სტურუამ.