საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს, კნუტ ვოლბეკს შეხვდა.
საქართველოს ცხინვალის რეგიონის მონახულების შემდეგ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა მინისტრს გაუზიარა შთაბეჭდილებები იქ არსებული მდგომარეობის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მანდატში შემავალ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.