"დემოკრატიული მოძრაობა" 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება. როგორც მოძრაობის წევრმა გია კობახიძემ აღნიშნა, 7 ნოემბერი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. ეს არის ერთი მთავარი საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება.
"კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ გვახსოვს 7 ნოემბერი და გამოვიყენოთ ეს საფუძვლად, რომ ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს", - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი აზრის სახლი" და "7 ნოემბერი" 7 ნოემბერს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
7 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ "ღირსების წიგნის" წერა დაიწყება.