საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კუბაში მომხდარი ავიაკასტროფის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 4 ნოემბერს კუბის რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, დაიღუპა 68 ადამიანი, რომელთა შორის 40 კუბის, ხოლო 28 ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქყვეყნების მოქალაქეები იყვნენ", _ აღნიშნულია განცხადებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.