პარტია "საქართველოს გზის" გენერალურმა მდივანი კახა სეთურიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ალფა-ასეულის ჯარისკაცების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პრესკონფერენცია გამართა.
"კატეგორიულად ვაპროტესტებთ ქართული ჯარის წინააღმდეგ წამოწყებულ აგრესიას, რომელიც დაიწყო ე. წ. "მუხროვანის ამბოხებით" და გაგრძელდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, რისი ლოგიკური გაგრძელებაც არის დღევანდელი ინციდენტი", _ განაცხადა მან.
სეთურიძის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ქართული ჯარზე ზეწოლა და მისი პოლიტიზებაა.
"მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, _ დაიცვან ქართული ჯარი, მოხდეს ჯარისკაცების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა, ვინაიდან ხელისუფლების მიერ ქართულ ჯარზე განხორციელებული მიზანდასახული აგრესია და რეპრესიები საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას", _ განაცხადა მან.