"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულების საქმის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.
"ჩვენს სამართალდამცავ ორგნოებს ცუდად უმუშავიათ, თუ ჯაშუშების გამოსავლენად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს. ზოგადად კი, თუ ვინმე ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი ადამიანი უნდა დააკავონ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ჯაშუშების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. მათი ინფორმაციით, დაკავებულია 13 პირი, რომლებსაც ჯაშუშობა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან - ე. წ. გრუსთან ფარული კავშირი ბრალდებათ.
კონტრდაზვერვის დეპარტმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 15 პირი, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, აქედან 6 საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავია, ხოლო 4 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.