"ეროვნული ფორუმი" ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ეროვნული ფორუმის" წევრ ზაზა ჩაკვეტაძის დაკავება ყოვლად გაუმართლებელია და ამ ფაქტს პოლიტიკური ნიშნები აქვს.
"სანამ ხელისფულებას ჩვენ მძევალი ყავს, მათთან საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დავსხდებით. თუმცა იმ რვა პარტიიდან გასვლას არ ვაპირებთ. გადაღებულია ჩაკვეტაძის დაკავება, სადაც ნათლად ჩანს, რომ მასზე ძალადობა მოხდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი საქციელი უნდა დაისაჯოს. ჩვენ არ შევეგუებით ამ ფაქტს. ჩაკვეტაძე ციხეში მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის. როცა ხელისუფლება ითხოვს მოლაპარაკებებს ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე, ეს პირველ რიგში თვითონ უნდა გაითვალისწინონ", - განმარტავს მელაშვილი.
მან დასძინა, რომ "ფორუმის" უპირველესი ამოცანაა ჩაკვეტაძის გათავისუფლება და ისინი ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებენ.
მელაშვილის მტკიცებით, ჩაკვეტაძე საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.
ზაზა ჩაკვეტაძეს ბრალად ა 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევ ედება.
ზაზა ჩაკვეტაძისთვის წაყენებილი მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.