პარტია "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი მელაშვილის თქმით, ქართველი სამართალდამცველების მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავება არასერიოზულად ჩანს, რადგან რუსეთს ასეთი ჯაშუშების ყოლა არაფერში სჭირდება. ამის შესახებ მელაშვილმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ეს ადამიანები საინტერესოა რაში სჭირდებოდათ რუსეთს. ჩემში ეს ამბავი ეჭვს ბადებს. ეს ფაქტი დიდი მცდელობაა პოლიტიკური პროცესებს მიებას. თუმცა რამდენად წარმეტებული იქნება არვიცი. სახელმწიფო საიდუმლოებებს დაკავებული პირები კი არა სახელმწიფო მაღალჩინოსნები გათქვამენ რომლებმაც არ იციან რა თქვან და რა დამალონ. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებს მართლაც ყავდეთ ჯაშუშები საქართველოში. ან რა ჯაშუშობაზეა ლაპარაკი, როდესაც მე როგორც ვიცი, ეს პიროვნებები მხოლოდ ქართულ ტელევიზიებში გაშუქებულ ახალ ამბებს რუსულ ენაზე თარგმნიდნენ", - განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, დაკავებულები აღიარებით ჩვენებებს არ მისცემენ იმ პირებზე, რომლებიც ხელისუფლებას არ აწყობს.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, რომელის შედეგადაც გამოვლინდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან ე.წ. გრუსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები.
გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ათეულობით პირი რომლებიც თანამშრომლობდნენ ან სხვა და სხვა სახით დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან, მათგან 13 პირი იქნა დაკავებული შემდეგი მუხლებით "ჯაშუშობა" და "უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა". აქედან ოთხი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.