ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, 15 ივნისს, ევროკავშირის და აშშ-ის გამართულ სამიტსა და საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
წერეთლის თქმით, ამგვარი სამიტის გამართვის ფაქტი მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთის, აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციების დაახლოებისა და მსოფლიოში რუსული მავნებლური მოქმედებების დაბალანსებისათვის.
წერეთელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხსენება უკრაინასთან ერთად ერთობლივ განცხადებაში, როგორც ერთი მხრივ, რუსული აგრესიის მსხვერპლი და მეორემხრივ, თანამშრომლობის განმტკიცების მხრივ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ძალიან კარგია, თუმცა ამას თან უნდა ახლდეს საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულება როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზირისთ, ისე კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების მხრივ.
„თავისთავად, ფაქტი ასეთი სამიტის გამართვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირისა და ამერიკის პოზიციების. პირველ რიგში, ეს ეხება ევროპულ და მსოფლიო უსაფრთხოებას და რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს დასაბალანსებლად იმ ძალიან მავნებლური მოქმედებების, რომელთაც ეს ქვეყანა ახორციელებს და ამ კონტექსტში, რათქმაუნდა, კარგია როდესაც საქართველო არის ნახსენები, ერთი, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა უკრაინასთან ერთად და მეორე, სურვილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები საქართველოსთან როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე აშშ-ისგან, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ნამდვილად ის, რომ ეს ყველაფერი უპირობო არ არის და საქარველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.“ - განაცხადა წერეთელმა.