საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.