საზოგადოებრივ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" დავით მაღრაძე უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ, გაიმართა ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, სადაც "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარედ დავით მაღრაძე აირჩიეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად მაღრაძემ ისაუბრა.
მაღრაძის განმარტებით, ცოტა ხანში, ორგანიზაციის საბჭოს წევრებსაც აირჩევენ.
"დაიცავი საქართველოს~ გეგმების შესახებ საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს", - აღნიშნა მაღრაძემ.
ცნობისათვის: დავით მაღრაძემ ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე "ქართულ პარტიაში" წასული ლევან გაჩეჩილაძე შეცვალა.