პარტია "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, "ფორუმს" დღეს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღწერილი იყო მე-4 ბრიგადაში ჯარისკაცების ცემის ფაქტები.
მისი თქმით, შეტყობინებაში ნახსენები იყო არა ერთი ჯარისკაცის ცემის ფაქტი.
შეტყობინების მიხედვით, მე-4 ბრიგადის "ალფას" ბატალიონის შვებულებიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს, დაკარგული დახვდა იარაღი, რის შემდეგაც ცემეს ჯარისკაცი, რომელიც ფეხზე ვერ დგება, ხოლო სერჟანტ კიკნაძეს კი ისეთი შეურცხყოფები მიაყენეს, რომ იძულებული გახდა ვენები გადაეჭრა. "შტაბს აქვს სარდაფი, სადაც ჯარისკაცები ჩაყავთ და სცემენ. სულ 15 ჯარისკაცია ნაცემი", - აღნიშნულია შეტყობინებაში.
მელაშვილის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით "ეროვნულმა ფორუმმა" მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ ამ ფაქტს გამოიძიებენ.