"ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო [გიორგი] გახარია და [კახა] საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ ჩართულები, როგორც ხელმძღვანელი პირები. ეს ხდებოდა პარლამენტის შენობაში", - ასეთ განცხადებას აკეთებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის სისხლიან ღამეზე საუბრისას.
მისი თქმით, ამ დროს მან გახარიას ბაქოდან დაურეკა და ჰკითხა რა ხდებობდა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ "შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში".
თქვა, რომ ის ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. მე ეს გამიკვირდა, ეს იყო მისი სრულიად გაუგებარი პოზიცია. ეს იყო შეცდომა თუ, რაღაც შეგნებული "შეცდომები" ამაზე მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ... ამ შტურმის მოგერიება უფრო მარტივად შეეძლო, - ამბობს კობახიძე.