"ქართული დასი" პარლამენტისგან "ელექტრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
როგორც დღეს განმართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განმარტა, 2010 წლის 1 ოქტომბერს აღნიშნულ კანონში ცვლილება შევიდა და 49 პრიმა მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც თუ პირს დასუფთავების ან წყლის გადასახადი არ აქვს გადახდილი ელექტროენერგიას ავტომატურად უთიშავენ.
"ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლიც ითვალისწინებს დამტებული 49 პრიმა მუხლის მთლიანად ამოღებას, რადგან დღეისთვის თბილისში 200 ათასამდე არ აქვს დასუფთავების ან წყლის ფული გადახდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქი კვლავ ისევ ისე ჩაბნელდება, როგორც წლების წინ, ხოლო მოსახლებაში ყურადღების მისაქცევად საბურავების ქუჩაში დაწვა და გზების გადაკვეტვა ისევ აქტუალური გახდება", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება, ხოლო 8 ნოემბერს ბიუროზე მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.
ამასთან, "ქართული დასი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიუციო სასამართლოში უახლეს დღეებში შეიტანს.