"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს 7 ნოემბერს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციას შეუერთდნენ.
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2007 წელის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ უდანაშაულო მოშიმშილეები დაარბია, ასეთ საქციელს კი არც ერთი ქვეყნის დემოკრატიულობისკენ მიმავალი ხელისუფლებები არ ჩადიან.
"მიმაჩნია, რომ დღეს პოლიტიკური სპექტრის და ერის ღირსების საკითხია 7 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრება ჩვენი ერთობის დემონსტრირებისთვის. ჩვენი კოლეგების მხირიდან იმის თქმა, რომ ქუჩის აქციებში არ იღებენ მონაწილეობას ცოტა არ იყოს და უხერხულია, რადგან აქ არავინ ქვის სროლას არ აპირებს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, "ქართული დასის" ლიდერმა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა ერთი დღით, 7 ნოემბერს ვიწრო პარტიული ინტერესების გადადონ.