ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია,- ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი.
გიორგი ვაშაძის თქმით, ჩათვალეთ, რომ ეს განცხადება საგანგებოა
"არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაცია. უბრალოდ, ფორმალურად ხდება შესრულება მოჩვენებითი ვალდებულებების, ვითომ ნატოს-კენ მივდივართ. რეალურად, ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას". რატომ? - არ ვიცი. ეშინიათ რუსეთის? ეშინიათ რამე სხვის? ან უბრალოდ მიზანმიმართულად აკეთებენ? - არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩვენ იოტისოდენა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ბოლო 9 წლის მანძილზე. ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია "ქართული ოცნების" მხრიდან", - განაცხადა ვაშაძემ.
ბრიუსელში ნატოს სამიტი მიმდინარებს.