დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის დედოფალმა ელისაბედ მეორემ 95-ე დაბადების დღე ოფიციალურად აღნიშნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ზედიზედ მეორე წელია მონარქის ოფიციალური დაბადების დღე მოკრძალებულად აღინიშნება უინძორის ციხე-სიმაგრეში, სადაც დედოფალი პანდემიის დაწყების დღიდან იმყოფება.
მონარქის დაბადების დღის აღსანიშნავ ცერემონიალზე, რომელიც ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს იმართება, დედოფალს თავისი 85 წლის ბიძაშვილი, კენტის ჰერცოგი, პრინცი ედუარდი ახლდა.
პირველად, 69-წლიანი მმართველობის განმავლობაში, დედოფალი თავის დაბადების დღეს, საყვარელი მეუღლის, პრინცი ფილიპის გარეშე შეხვდება. 73-წლიანი ქორწინების შემდეგ, ელისაბედ II პრინც ფილიპს აპრილში გამოეთხოვა. ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს 99 წლისა გარდაიცვალა.
ელისაბედ მეორე 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.
წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა. მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.
მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, იმართება აღლუმი, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება.
2021 წლის 21 აპრილს ელისაბედ მეორე 95 წლის გახდა.
ფოტოები: PA Media