საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფიიონი შეურთდა ევროპელ პოლიტიკოსთა რიგებს, რომლებიც აქტიური პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, კრემლის მიმართ მაამებლური დამოკიდებულის გამო, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში საქმდებიან.
ფრანსუა ფიიონი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის განკარგულებით, კრემლის მიერ კონტროლირებად ნავთობის კომპანია Zarubezhneft-ის დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინეს.
ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის მთავრობას 2007-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის ხანაში. ცნობილია, რომ მას მეტად მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა და როგორც ჩანს ახლაც აქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ფრანსუა ფიიონი ერთადერი ევროპელი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც კრემლმა დაასაქმა. რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ხელმძღვანელობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი ნავთობკომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი, არც მეტი არც ნაკლები, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი გახდა.