ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნეისლი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
კარინ კნეისლის კანდიდატურა ამ წლის მარტში რუსეთის მთავრობამ წარადგინა.
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა და პუტინის მიმართ სიპმათიებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ მინისტრად ყოფნის პერიოდში, 2018 წელს კნეისლის ქორწილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. ქორწილში კნეისლმა პუტინთან ერთად იცეკვა კიდეც.
2020 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ კარინ კნეისლიმ რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Russia Today-სთვის დაიწყო მუშაობა. გამოცემის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იუწყებოდა, რომ კნეისლი საავტორო სვეტებს დაწერდა.
"როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს გერმანიის ფედერაციის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ხელმძღვანელობს.