7 ნოემბერს თელავში ერეკლეობასთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმში, ქეთევან იაშვილი სამხატვრო გალერეის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა "თელავში თუშმა გაგფერა".
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდში დაცული XVIII_XIX საუკუნეების საბრძოლო იარაღები, სიგელ-გუჯრები და ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები.
საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელიც მოიცავს ძველი თელავის ხედებსა და ერეკლე II-ის ცხოვრების საბრძოლო ეპიზოდებს.