დღეს გაეროს სახლში ჰუმანური განვითარების 2010 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
მეოცე საიუბილეო ანგარიშის ნათქვაია, რომ შემოსავალი არ განსაზღვრავს გრძელვადიან წინსვლას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ახალი ინდექსები გენდერული თანასწორობისა და სიღარიბის დონის დასადგენად.
2010 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი
ჰუმანური განვითარების ანგარიში არის დამოუკიდებელი კვლევის შედეგი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა უკვეთავს. ანგარიში ყოველწლიურად გამოიცემა და კაცობრიობის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეხება. 2010 წლის ანგარიშის წამყვანი ავტორია ჯენი კლუგმანი. ანგარიშის სრული ტექსტი განთავსებულია ვებსაითზე: http://hdr.undp.org/
2010 წლის მეოცე საიუბილეო ანგარიში გასული ათწლეულების ძირითადი ტენდეციების ანალიზს შეიცავს. ანგარიშის წარდგენა შედგა 4 ნოემბერს ნიუ იორკში. ანგარიშის წარადგინეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი-მუნმა, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა ჰელენ კლარკმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ამართია სენმა.
პრეზენტაცია დღეს, 5 ნოემბერს, 17:30 საათზე, გაეროს სახლში (ერისთავის ქ. 9) გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები