საპარლამენტო უმრავლესობა მედიის წინაშე ანგარიშს წარადგენს.
ამ მიზნით დღეს ბათუმში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მედიისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის. ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები იქნება.
"აღნიშნული დისკუსია-სემინარი რომელიც იმართება ბათუმში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ერთის მხრივ დეპუტატებისთვის მეორეს მხრივ ჟურნალისტებისთვის იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც დაწყებული გვაქვს. იქნება ეს საჯარო ფინანსების მართვის მიმართულება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება რაზეც პარლამენტი მუშაობს", _ აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი.