მესმის, რომ მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარიაც“ დაუძახიათ ჩემთვის, ამასაც მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე და აღნიშნა, რომ განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა.
"რა არის აქ მთავარი, ყველაფრის მიუხედავად, მესმის, რომ მომიწია ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმა და დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარიაც“ დაუძახიათ ჩემთვის, ამასაც მოვითმენ. მესმის, რომ ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი. ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სხვადახვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, არ შეიცვლება, რადგანაც დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, გულისხმობს სწორედ ამას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.