მიცკევიჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" ტიპის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯერ გაჩერებაზე მდგარ მანქანას შემდეგ კი ხეს დაეჯახა.
ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად უვნებელი გადარჩა მძღოლი, მესამე პიროვნება კი სხეული მსუბუქი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, რის შემდეგაც ავარიის ზუსტი მიზეზები დადგინდება.