დღეს, 5 ნოემბერს, 12:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა კერძო, სახელმწიფო სექტორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს (ინვალიდობის ტურიზმი) ეძღვნება.
გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 10% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ჩვეულებრივ მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის პირების ტურიზმს უკვე დიდ ყურადღებას უთმობენ ევროპასა და აშშ-ში, მათი მოგზაურობის არიალი შეზღუდულია, ვინაიდან ბევრ განვითარებად ქვეყანას მათი მომსახურების არც გამოცდილება და არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.
ამ დროისთვის საქართველოშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტურისტული მომსახურებისთვის პროფესიონალი კადრები და ინფრასტრუქტურა არ არსებობს.