"თავისუფალი აზრის სახლის" ინიციატივას 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ ღირსების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი") შეუერთდა.
"7 ნოემბერი ქართველებისთვის საკრალური თარიღია. ეს არის დღე, როცა სააკშვილის რეჟიმმა ხალხს ტყვიები დაუშინა, ააოხრა "იმედი" და წაართვა არჩევანი", - განაცხადა "თავისუფალი აზრის სახლში" გამართულ შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართება. აქციას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე შეუერთდნენ.