ლევან ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.
მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან მეცნიერებაში მიდის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" თამარ კორძაიამაც დატოვა.
თამარ კორძაიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, რესპუბლიკური პარტიის წევრებს პარლამენტში მუშაობა დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გაეგრძელებინათ.
შეგახსენებთ, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპარლამენტო ფრაქციაში "სტრატეგია აღმაშენელენთან", ზურაბ ჯაფარიძესთან და სხვა დეპუტატებთან ერთად გაერთიანდა.
ახალ ფრაქციაში, რომელსაც "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა, "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან.
ფრაქციის თავმჯდომარე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.