"სახალხო წარმომადგენლობითი კრება" ხელისუფლებას 2007 წლის 7 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეახსენებს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
"ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს დაარბია "იმედის" შენობა და ჟურნალისტები, გაანადგურა ტექნიკა, გათიშა "იმედისა" და "კავკასიის" ტელემაუწყებლობა. სამოქალაქო საზოგადოება, უფლებადამცველები, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები, ღირსების მქონე საზოგადოება 7 ნოემბერს ხელისუფლებას უნდა ახსენებდეს დანაშაულს და გამოხატავდეს საყოველთაო პროტესტს, შეურიგებლობას უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ", - განაცხადა ბესელიამ.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი 2010 წლის 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე ყველა პოლიტიკური და უკანონო პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.